ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საკონსულტაციო საბჭოების ყოველწლიურ მუნიციპალურ კონფერენციას უმასპინძლა

31 December, 2018

ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საკონსულტაციო საბჭოების ყოველწლიურ მუნიციპალურ კონფერენციას უმასპინძლა. თელავის მუნიციპალიტეტის 31-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში ფუნქციონირებს საკონსულტაციო საბჭო (საბჭო შედგება 5 მშობლსგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და 2 აღმზრდელ-პედაგოგისგან), რომელიც განიხილავს სკოლამდელი დაწესებულებების მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს, სასწავლო მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს.

ღონისძიებაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა - თინათინ ხანჯალიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატით საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენა პირველად მოხდა და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობა განაპირობა.

კონფერენციას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - ნანა ათუაშვილი, საქართველოს ინტერესთა დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ქალბატონი ეკა ონიკაძე და სხვა სტუმრები.

ალბომი

Share page