თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ახალი წელი თანამშრომლებს მიულოცა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა დამდეგი 2019 წელი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს მიულოცა. მან დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის, შეაჯამა გასული 2018 წელი და იმედი გამოთქვა, რომ ახალი წელი უფრო ნაყოფიერი, ეფექტური და მრავალი სიკეთის მომტანი იქნება თელავის მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოსთვის.