ფშაველსა და ლეჩურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

23 December, 2018

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლაბში ფშაველსა და ლეჩურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.


⇒  სოფელ ფშაველში მცხოვრებთა გადაწყვეტილებით, სოფლის კულტურის სახლთან და სასაფლაოზე მოხდება სველი წერტილების მოწყობა, ასევე შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია.
⇒ სოფელ ლეჩურში, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, შეკეთდება სოფლის ამხანაგობის ბალანსზე არსებული ტრაქტორი და მოეწყობა სკვერი საბავშვო ატრაქციონებით. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხები გაორმაგდა, რაც მოსახლეობას პრიორიტეტების განსაზღვრისას მეტ შესაძლებლობას მისცემს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის - მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი

 

Share page