კურდღელაურში სოფლის საერთო კრება ჩატარდა

25 January, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში დასახლების საერთო კრება გაიმართა.

 კურდღელაურის მოსახლეობის მიერ, მსჯელობისა და დისკუსიის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოფელში არსებული ორივე სასაფლაოს შემოღობვა-დასუფთავებისა და სოფლის სკვერის მოწყობის შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა მოსახლეობას გააცნო მუნიციპალიტეტის მხრიდან წლის განმავლობაში კურდღელაურში განსახორციელებელი პროექტები და ისაუბრა იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად მოაგვარებს სოფლებში არსებულ პრობლემატიკას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის - მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატი - გიგა მამუკელაშვილი, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში - მიხეილ ეგიდუნაშვილი და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი
 

Share page