გენდერული თანასწორობის საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა
თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა/მხარდაჭერისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ნაყოფიერი ფუნქციონირების მიზნით, საბჭომ მემორანდუმი 7 არასამთავრობო ორგანიზაციასთან გააფორმა:
► საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი;
► საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა
► შშმპ მშობელთა კავშირი ,,ლამპარი";
► ააიპ ასოციაცია ,,სოციალური ქოლგა“;
► საინფორმაციო, სამედიცინო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ,,თანადგომა“;
► ააიპ ,,ფერმერ ქალთა ასოციაცია“;
► კავშირი საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონი“
აღნიშნული მემორანდუმისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის საფუძველზე, მოსახლეობის ცნობიერების ხარისხის ამაღლებისა და ადვოკატირებისთვის, მხარეები ერთობლივად დაეგმავენ და განახორციელებენ აქტივობებს.