IDFI-ის ორგანიზებით თელავში კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის დიალოგის თემაზე შეხვედრა გამართა

8 February, 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მმართველობა განვითარებისთვის საქართევლოში“ (G4G) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის დიალოგის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რის შემდეგაც, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თემაზე დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებელი პირები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
 

Share page