ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
თელავის მუნიციალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - გიგა ორკოდაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა თელავის მუნიციალიტეტში რეგისტრირებულ 10 მარჩენალდაკარგულ ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.
მათ ასევე, ქალთა დღე მიულოცეს ქალაქში გამვლელ რიგით
თელაველებს და სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულ ქალბატონებს.
ქალთა დღესასწაულებზე თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქარი გადაეცათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ:
სოციალურად დაუცველ, მარჩენალდაკარგულ 10 ოჯახს; მრავალშვილიან 61 ოჯახს და 16 მარტოხელა დედას.