თელავში აუტიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

2 April, 2019

თელავში აუტიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა!

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც აუტიზმის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ადრეული განვითარების ცენტრის სპეციალისტმა - ეკა ონიკაძემ. ღონისძიებას თელავის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლების მოსწავლეები და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

თემატური გამოფენა მოეწყო თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, სადაც თელავის ადრეული განვითარების ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრები და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ აუტიზმის თემაზე შესრულებული პლაკატები გამოიფინა.

აქვე ჩატარდა სპორტული აქტივობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, რომელთაც სპეციალური საჩუქრები გადსცეს ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების და ააიპ საფეხბურთო სკოლა „თელავის“ ხელმძღვანელებმა.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა ცაში ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს.

ბმული

Share page