9 აპრილის მოვლენების შესახებ სოფელ სანიორეში შეხვედრა გაიმართა

5 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორის საზოგადოებრივ ცენტრში ისტორიკოსმა - ოთარ ჯანელიძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა 9 აპრილის მოვლენების შესახებ ლექცია-სემინარი გამართეს.

შეხვედრა კამპანიის #მადლობათავისუფლებისთვის ფარგლებში ჩატარდა.

„1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ეს დღე ჩვენთვის იმპერიის დასასრულთან და ახალი ქართული სახელმწიფოს შენებასთან ასოცირდება... ეს არის ტრაგედიაც და გამარჯვებაც! საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ ასეა ხშირად, - ბრძოლა და ტრაგედია იყო ხოლმე ჩვენი გამარჯვების და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის იმპულსის მომცემი... “ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სოფელ აკურის მკვიდრის, 9 აპრილს დაღუპული გმირის - შალვა ქვასროლიაშვილის ოჯახის წევრები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, სოფელ აკურის და სოფელ სანიორის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

ალბომი

 

Share page