9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - "მადლობა თავისუფლებისთვის!"

5 April, 2019

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავის აღსანიშნავად, 2019 წლის 8 აპრილს, თელავის კულტურის ცენტრში, თემატური საღამო - "მადლობა თავისუფლებისთვის!" ჩატარდება.

ღონისძიებაზე საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ისაუბრებს ისტორიის დოქტორი, პროფესორი - დავით ჯავახიშვილი;

9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს გაიხსენებენ და თვითმხილველთა ჩანაწერების შესახებ ისაუბრებენ თელავის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლები;

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეორე სამუსიკო სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები.

თემატური საღამოს ორგანიზატორები არიან: თელავის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება.

დასაწყისი 15:00სთ-ზე.
მის: ჭადრის ქუჩა N2 (ვახვახიშვილების კოშკი).
გთხოვთ მობრძანდეთ!


2019 წლის 9 აპრილს 12:00სთ-ზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყვავილებით სასანთლებით შეამკობენ 9 აპრილის მემორიალს.
ჩატარდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ასევე, დაგეგმილია სოფელ აკურაში 9 აპრილს დაღუპული გმირის - შალვა ქვასროლიაშვილის საფლავზე მისვლა და გვირგვინით შემკობა.

დასწრება თავისუფალია.

Share page