პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა "გიგოს გორის" შესახებ პრეზენტაცია გამართა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა პრეზენტაცია გამართა - "თელავის გოლგოთა - გიგოს გორა".
ღონისძიება საკრებულოს წევრის, გიგა მამუკელაშვილის ინიციატივით ჩატარდა. პრეზენტაციის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საბჭოთა რეპრესიების ამსახველი, დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა და თანამედროვეთა მოგონებები წარადგინა.
თენგიზ სიმაშვილის კვლევა რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული თელაველების ტრაგიკულ ისტორიებს ასახავს.
თელავის სტორიული ცენტრის განვითარების კონტექსტში გიგოს გორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა და თანაავტორმა ვახტანგ კასრელიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და დაინტერესებული პირები.