საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან ლილუაშვილი უმრავლესობის წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ.
დეპუტატებმა შეხვედრა სოფელ კურდღელაურისა და იყალთოს მოსახლეობასთან გამართეს. სოფელ კურდღელაურში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, მათ შორის, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მოითხოვეს. რაც შეეხება სოფელ იყალთოს, ადგილობრივებმა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვვეტის გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს კულტურის სახლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საკითხიც დააყენეს.
„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ვეცდებით, რომ მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ. მოსახლეობას კიდევ შევხვდებით და მათთან ერთად განვიხილავთ, რისი გაკეთება შევძელით და რა დაგვრჩა გასაკეთებელი“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ
.ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: