თელავის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათი 340 ბენეფიციარს გადაეცა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 340 ბენეფიციარს:
- მარტოხელა მშობლებს;
- მრავალშვილიან ოჯახებს;
- მარჩენალდაკარგულ ოჯახებს;
- უდედმამო ბავშვებს;
- შშ სტატუსის მქონე ბავშვებს;
- 100 წელს გადაცილებულ პირებს;
- მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.