შეხვედრა სოფელ აკურასა და ვანთაში

24 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან ლილუაშვილი საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურსა და კისისხევში ჩავიდნენ და ადგილობრივების პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.


შალაურში მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება სთხოვა, მათ შორის ორ ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგებისა და სოფლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხები დააყენა. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს სოფელ კისისხევშიც. ადგილობრივებმა სასოფლო სამეურნეო-სავარგულებთან მისასვლელის გზების რეაბილიტაციაზე გაამახვილეს ყურადღება. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების ერთადერთი მიზანია მათი პრობლემების გაცნობა და შესაძლებლობების ფარგლებში მათი მოგვარება. მოსახლოებასთან აქტიური კომუნიკაცია ხელს უწყობს მათ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ლევან ლილუაშვილმა.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

Share page