შეხვედრა სოფელ ბუშეტსა და ხოდაშენში

30 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან ლილუაშვილი უმრავლესობის წევრებთან ერთად სოფელ ქვემო ხოდაშენსა და ბუშეტში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივების პრობლემებს პირადად გაეცნენ. სოფელ ბუშეტში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს, მათ შორის სასაფლაოსთან და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაწმენდა და სკვერის მოწყობა დაასახელეს. სოფელ ქვემო ხოდაშენში კი ინფრასტრუქტურული საკითხების გარდა, ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში შეხვედრებზე მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს. ჩვენი მიზანია, რომ უშუალოდ მათგან გავიგოთ, რა პრობლემები აწუხებთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ მოსახლოების მიერ დასახელებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ

.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

Share page