იურიდიულ საკითხთა და სოციალური კომისიების გაერთიანებული სხდომა
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. კომისიების წევრებმა განიხილეს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ინიციატივა, რომელიც სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლისთვის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, პროფესორ ალექსანდრე შავერზაშვილის სახელი მინიჭებას ითვალისწინებს.
სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიებმა სამუსიკო სკოლისთვის ალექსანდრე შავრეზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: