სოფელ ლეჩურის დღესასწაულზე ქართული ჭიდაობა გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის დღესასწაული ქართული ჭიდაობით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 150-მდე ფალავანმა. ჭიდაობა 15 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, სადაც გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.