საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიების სხდომა
2019 წლის 18 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიები გაერთიანებულ სხდომას ჩაატარებენ.
სხდომაზე, რომელიც 12 საათზე დაიწყება, დეპუტატები მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებს განიხილავენ.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.