თელავში შშმ პირებს უსასყიდლო სარგებლობის უფლებით ეტლები გადაეცათ

24 June, 2019

აშშ-ს ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ - "LDS CHARITIES" და საერთაშორისო ასოციაციამ - "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით, საქველმოქმედო აქცია განახორციელეს. მათ თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 26 ბენეფიციარს შშმ პირების გადაადგილებისთვის განკუთვნილი ეტლები გადასცეს.

ბენეფიციარებს ახალი და თანამედროვე ეტლები უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განუსაზღვრელი ვადით გადაეცათ.

ალბომი

Share page