თელავში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

28 June, 2019

მდგრადი ენერგეტიკის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თელავში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა:

გამოსაშვები საღამო ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში, სადაც ევროკავშირის საგრანტო პროგრამით, თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობის სისტემის მოწყობა იგეგმება.

თელავის ისტორიულ მუზეუმში „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩაატარეს თემაზე- „სასოფლო-სამეურენეო ნარჩენები, როგორც ენერგეტიკული რესურსი “.  აქვე, წარმოდგენილი იყო თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „მდგრადი ენერგეტიკა“.

თელავის ცენტრალურ გამზირზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სიმბოლური ველო-გარბენი მოეწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.

მდგრადი ენერგეტიკის დღე თელავში მუსიკალური ბენდის - „მუსიკის ქალაქის“ კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - პლატონ კალმახელიძე, „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართელოს“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი

Share page