ეკონომიკის კომისიამ სხდომა ჩაატარა

15 July, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკიხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და მოქალაქე ვახტანგ ხუციშვილისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული „WOSEN“-ის მარკის სამი ელექტრო ავტომობილის პირდაპირი განკარგვის წესით 2 წლის ვადით ქირავნობის ფორმით შ.პ.ს „ლოპოტასთვის სარგებლობაში გადაცემის საკითხი.

აღნიშნულ პროექტებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. საკითხები შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიცაზიო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია აღნიშნულ საკითხზე დასკვნას საკრებულოს ბიუროს წარუდგენს.

პროექტები კომისიის წევრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერიძემ წარუდგინა. 

Share page