საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა.
ბიუროს წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროექტები კომისიებში გადაანაწილეს.
პროექტებს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიები განიხილავენ და შესაბამის დასკვნებს ბიუროს წარუდგენენ.
სხდომას ბიუროს წევრების გარდა, მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.