თელავს ბიბერახის დელეგაცია ესტუმრა
გერმანიის ქალაქი ბიბერახის პარტნიორული კომიტეტის ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტის - „ბიბერახის მოქალაქეთა მოგზაურობა“ ფარგლებში, თელავს ბიბერახის დელეგაცია ეწვია.
სტუმრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი სესიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც თელავისა და ბიბერახის ერთობლივი პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
„ბიბერახის მოქალაქეთა მოგზაურობა“ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და ბიბერახის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ დამეგობრებული ქალაქები.
თელავის შემდეგ სტუმრები თუშეთს ეწვევიან და უკეთ გაეცნობიან საქართველოს ბუნებას, ქართულ ტრადიციებს და კულტურას.