დასავლური ინტეგრაციის შესახებ თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერება.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში - ლევან მახაშვილი, საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ბექა ექსეულიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.