მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ბკ კონსტრაქშენი" ახორციელებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე N5, N7 და N9 კორპუსებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 102 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.
მიმდინარე წელს დასრულდება ჭავჭავაძის N2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 271 243 ლარია.