"ნატოს დღეების" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ნატოს დღეების ფარგლებში, თელავის ტექნოპარკში საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩი როსარია პუგლისმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების, ეთნიკური უმცირესობების,მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
ნატოს დღეების მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება.