ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

24 October, 2019

24 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა ჩატარდება. დეპუტატებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ქსოვრელიშვილი 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.  

სხდომა 15 საათზე გაიმართება. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II გამზირი N16. 

    

Share page