თელავში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "შემოდგომის რიტმები 2019" ჩატარდა
საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ინიციატივით, თელავში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,შემოდგომის რიტმები 2019,, ჩატარდა.
ფესტივალში კახეთის, აჭარის, მცხეთის მუნიციპალიტეტების, თბილისის, ლატვიისა და ყატარის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის დასასრულს, მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.