აკურის, კონდოლისა და ართანის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარეს

28 October, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მოსახლეობისათვის წლიური ანგარიშის წარდგენას აქტიურად აგრძელებენ. ამჯერად მოქალაქეებს აკურა-ვანთის, კონდოლისა და ართანის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატები შეხვდნენ და 2019 წელს განხორციელებული სამუშაოები გააცნეს.

იოსებ პარწიკანაშვილმა, გოჩა წაწალაშვილმა და ბესიკ გაიპარაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას იმ პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. დეპუტატებმა, შესრულებულ ვალდებულებებთან და განხორციელებულ პროექტებთან ერთად,  სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოქალაქეების კითხვებსაც უპასუხეს. 

კანონის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები საკუთარ ამომრჩეველს მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიშს წარუდგენენ. წარმომადგენლობითი ორგანოს თითოეული წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა (http://www.telavi.gov.ge) განთავსებული.  

Share page