ერეკლეობა 2019

11 November, 2019

7 ნოემბერს ერეკლეობა 2019 გაიმართება!

ღონისძიებები 9:00 საათიდან დაიწყება და ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

► მოეწყობა ხალხური რეწვისა და თანამდეროვე მხატვართა გამოფენები;
► გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები;
► დასახელდებიან 2019 წლის საპატიო თელაველები;
► საზეიმო ღონისძიებებს დაასრულებს გალა კონცერტი!

გთხოვთ მობრძანდეთ!

პროგრამა:

9:00-11:00სთ. - დილის წირვა და ერეკლე მეორეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი (ერეკლე მეფის კარის ეკლესია);

12:00 -18:00 - საბავშვო ატრაქციონები, საგამოფენო პავილიონები (ერეკლე მეორეს მოედანი, ძველი ბაღი)

12:00 -18:00 - ფესტივალი „ფუძეობა“ -2019

12:00- კონცერტი - ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგებისა“ და ფოლკლორული ანსამბლების - „პატარა კახისა“ და „მზე შინას“ მონაწილეობით (ერეკლე მეფის სასახლის ეზო);

12:30 - ფოლკლორული კონცერტი ( ილია ჭავჭავაძის მოედანი, „ქართუ“ ბანკთან);

13:00 - ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ( მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი);

14:00 - ფოლკლორული ფესტივალი „ერეკლეობა - 2019“, ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი;(თელავის თეატრი);

16 :00 - 2019 წლის საპატიო თელაველების დასახელება და გალა-კონცერტი (გარე სცენა) .

მონაწილეობენ:
 - მაია ბარათაშვილი
 - მერაბ სეფაშვილი
 - ჯგუფ „ფრენდ საიდი“

19:00 სთ. - საზეიმო ფოიერვერკი 

Share page