თელავში მსახიობ თემურ ხუნაშვილის საიუბილეო საღამო ჩატარდა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობ თემურ ხუნაშვილის საიუბილეო საღამო - "ესეც შვიდი ათეული" ჩატარდა. ღონისძიება მსახიობის დაბადებიდან 70 და სასცენო მოღვაწეობიდან 50 წელს მიეძღვნა.
საიუბილეო საღამოს თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე და კულტურის სფეროს წარმპმადგენლები დაესწრნენ.
მაყურებლის წინაშე მსახიობი სხვადასხვა წლებში შესრულებული მონო-სპექტაკლების ფრაგმენტებით, ეპიზოდური როლებით და პოეტური ნაწარმოებებით წარსდგა.
ღონისძიების დასასრულს თემურ ხუნაშვულს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.