ც ნ ო ბ ა

10 December, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

პროექტი განსახილველად გადაეცა საკრებულოს ყველა კომისიასა და ფრაქციას. საკრებულოს კომისიები და ფრაქციები პროექტს 2019 წლის 25 ნოემბრამდე განიხილავენ.

1. სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - 19 ნოემბერი 12.00 საათი;

2. საფინანსო - საბიუჯეტო კომისია - 20 ნოემბერი 12.00 საათი

3. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია - 20 ნოემბერი 14.00 საათი;

4. სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია - 21 ნოემბერი 14.00 საათი;

5. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია - 22 ნოემბერი 11 საათი;

6. ფრაქცია “ ქართული ოცნება-მწვანეები” – 20 ნოემბერი 16 საათი;

7. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 22 ნოემბერი 13 საათი;

8. ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 21 ნოემბერი 15 საათი;

9. ფრაქცია “ ქართული ოცნება - მრეწველები” – 21 ნოემბერი 17 საათი;

10. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 ნოემბერი 12 საათი;

11. ფრაქცია „ძლიერი სოფელი“ – 22 ნოემბერი 13 საათი;

12. ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორები“ – 22 ნოემბერი 14 საათი;

 

კომისიებისა და ფრაქციების სხდომები ჩატარდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისამართზე: ქ. თელავი, ერეკლე II გამზირი N16

პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება 2020 წლის 01 იანვრამდე;

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

იხილეთ: 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

Share page