კურდღელაურში, შალაურში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

17 November, 2019

ღია შეხვედრების ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში -  კურდღელაურში, შალაურში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში მოსახლეობას თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვდრაზე მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუაშაოები განიხილეს და არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემები და ინიციატივები მოისმინეს.

ძირითად პრობლემებს შორის დასახელდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების და შიდა საუბნო გზების მოწყობა, საბავშვო ბაღების შენობებისა და ამბულატორიების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, სანიაღვრეების გაწმენდა და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება.

 

 

Share page