მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

19 November, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, ქართულ-გერმანული კონსორციუმის ორგანიზებით, "კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის II" ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საუბარი შეეხო სამომავლოდ მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას და რეგიონის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებს.

 

 

Share page