თელავის თეატრის წინ მსახიობების - ნინო კურტანიძის და ზურაბ ლომიძის ვარსკვლავები გაიხსნა
ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობების - ნინო კურტანიძის და ზურა ლომიძის სასცენო მოღვაწეობის 40 წლის აღსანიშნავად, თეატრის წინ მათი ვარსკვლავები გაიხსნა.
თელავის თეატრში გამართულ საღამოზე ნინო კურტანიძემ და ზურაბ ლომიძემ ცნობილი სპექტაკლებიდან ეპიზოდები შეასრულეს.
მსახიობებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ წარმატებული მოღვაწეობა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მათ ასევე მიენიჭათ ,,ამაგდარის,, წოდებები.
ნინო კურტანიძეს და ზურაბ ლომიძეს 40 წლის განმავლობაში თელავის თეატრში დადგმულ ათეულობით სპექტაკლში არაერთი საინტერესო როლი აქვთ შესრულებული. ორივე მათგანი პროფესიული ჯილდოს - ,,წლის საუკეთესო მსახიობი ქალის" და "წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" არაერთგზის მფლობელია.