ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავისა და ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი საქართველოს პარლამენტში თელავისა და ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულს შეხვდნენ.
შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და 2020 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო 2020 წლის 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვინილი ღონისძიების აღნიშვნა.
„მომავალ წელს ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთავი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღესასწაულის ღირსეულად აღნიშვნა. ამავე დროს ამ საიუბილეო თარიღს მთელი წლის განმავლობაში უნდა მიეძღვნას ღონისძიებები, რომლებმაც უნდა მოიცვას არა მხოლოდ კახეთი, არამედ მთელი საქართველო. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კულტურისა და ფინანსთა სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობა. ჩვენ შევხვდით თელავისა და ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატ, გელა სამხარაულს და ვიმსჯელეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. გელა სამხარაულმა ამ პროცესში ჩართვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის იშუამდგომლებს სამთავრობო სტრუქტურებთან“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.