თელავის საფეხბურთო გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
12 წლიანი პაუზის შემდეგ თელავის საფეხბურთო კლუბი კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
"თელავმა" პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში „რუსთავი“ ჯამში 3:1 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. მეტოქის კარში გოლები ფირუზ მარაქველიძემ და თორნიკე ძოწენიძემ გაიტანეს.
თელავში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გამარჯვება მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმა მიულოცეს.
თელავს დიდი საფეხბურთო ისტორია გააჩნია. ამ ქალაქში გაიზარდნენ: ევროპის ჩემპიონი გივი ჩოხელი, ეროვნული ნაკრების წევრები და კანდიდატები - სოსო გრიშიკაშვილი, ალქსანდრე ამისულაშვილი, სანდრო იაშვილი, გოჩა ჭვრიტიძე, ნიკა გელაშვილი... უმაღლეს ლიგაში გიორგი დემეტრაძემ პირველი გოლები სწორედ თელავის "კახეთის" ფორმით გაიტანა.
თელავის "კახეთი" 1936 წელს დაარსდა. გუნდი გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თამაშობდა, რომელიც ტევადობით ქართული სტადიონების ათეულში შედიოდა. კლუბი ორჯერ 1972 და 1977 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ თელავს ეროვნულ ლიგაში გუნდი 2006-2007 წლების სეზონში ჰყავდა.
ამჟამად უმაღლეს ლიგაში თელავის ღირსებას „კახეთის“ ნაცვლად 2016 წელს დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი „თელავი“ დაიცავს.
სკ "თელავი" ფეხბურთელებმა - სოსო გრიშიკაშვილმა, ირაკლი ვაშაკიძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა დააფუძნეს.
გუნდის სამწვრთნელო შტაბი:
მთავარი მრწვთნელი - რევაზ გოცირიძე;
ასისტენტები - ბესიკ აბულაძე და ზურაბ მენთეშაშვილი;
მეკარეების მწვრთნელი - მუხრან ქარჩავა;
ექიმი, მასაჟისტი -იონა ხარშილაძე;
ადმინისტრატორები - გოჩა ჯაშიაშვილი და ბექა ამისულაშვილი;
ფიზ-მომზადების მწვრთნელი - იოსებ ასაბაშვილი;
მედიაოფიცერი - გიორგი ვაშაკიძე.
ფეხბურთელები:
მეკარეები - ბოგდან ბეზკროვნი (1) , ლუკა სანიკიძე (21);
მცველები - თორნიკე ძოწენიძე (2), კაპიტანი - ანტონ თოლორდავა (3), ფირუზ მარაქველიძე (4), I ვიცე-კაპიტანი - ილია ბერიაშვილი (5), მირიან ჯიქია (14), სანდრო მელიქიშვილი (18), ვაკო ბაჩიაშვილი (33);
ნახევარმცველები - ბექა ვარშანიძე (6), მიხეილ ბაშელეიშვილი (7), ლაშა კუკუჯანაშვილი (8), ირაკლი რუხაძე (9), ლიონელ ენგუენე (10), დმიტრო პუდი (11), II ვიცე-კაპიტანი - ალექსანდრე კოშკაძე (16 ), ვასიკო გოგოლიძე (17), გიორგი ერისთავი (19), რატი კაკიაშვილი (31);
თავდამსხმელები - იაროსლავ კვასოვი (27), გიორგი კანდელაკი (28).