ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13 December, 2019

საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებასთან ნარკოტიკული საშუალებების მოყვანის, რეალიზაციასა და მოხმარებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებსა და სანქციებზე, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის შემცირების მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

Share page