ახატელში ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტება დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატელში ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
934 მეტრის სიგრძეზე დაიგო ასფალტის საფარი.
სამუშაოები სრულად დაფინანსდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან და მასზე 417 140 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია შ.პ.ს. ,,საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა,, განახორციელა.