ინფრასტრუქტურის კომისიამ 2020 წელს განსახორციელებელი ძეგლთა დაცვის პროგრამა განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განსახორციელებელ ძეგლთა დაცვის პროგრამაზე იმსჯელეს. მერიის მიერ ინიცირებული პროექტით პროგრამის ბიუჯეტი 173 000 ლარით განისაზღვრება და მთელი წლის განმავლობაში 12 პროექტის განხორციელებაა გათვალისწინებული.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა.