საახალწლო ღონისძიება უმწეოთა და უპოვართათვის სამსახურში გაიმართა

30 December, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

დამდეგი ახალი წელი ბენეფიციარებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - არჩილ თხლაშიძემ, დეპუტატებმა და ადგლობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„ჩვენთვის სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უმწეოთა და უპოვართა სამსახურს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა. ჩვენი უშუალო ძალისხმევით პირობები ყოველდღიურად უმჯობესდება. ყველას გილოცავთ დამდეგ 2020 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

საახალწლო ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების და ბენეფიციარების მონაწილეობით ჩარადრა.

 

 

 

Share page