საკრებულომ რეგფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენ საპროექტო წინადადებებში ცვლილებები შეიტანა

6 January, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენ თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებების სახელწოდებებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კერძოდ, საკრებულოს 2019 წლის 15 ივლისის 42-ე განკარგულებაში შევიდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რათა აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული და შესყიდული პროექტების სახელწოდებები შეესაბამებოდეს ერთმანეთს და თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს მომწოდებლებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და შემდგომი პროცედურების დროულად განხორციელება.

 

2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, 70-ზე მერტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

Share page