გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
630 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 267 861 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია "სერპანტინმა" განახორციელა.