საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა

17 January, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა. ბიუროს წევრებმა კომისიებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები გადაანაწილეს.

საფინანსო-საბიუჯეტო, საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა და სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიები სამ საკითხს - 2020 წლის ბიუჯეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმიასწარმოების დოკუმენტების ფორმებში შესატან ცვლილებებსა და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განცხადებას განიხილავენ.

საფინანსო-საბიუჯეტო, და სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიების სხდომები 21 იანვარს ჩატარდება, ხოლო საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა კი 22 იანვარს ჩაინიშნა.

ბიურის სხდომა 24 იანვარს გაიმართება, სადაც საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ.

Share page