საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილა

21 January, 2020

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებების მთავარი მიზანია 2020 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვა, რომლითაც ბიუჯეტის გადასახდელებში გარდამავალი პროექტების, ვალდებულებების და მიმდინარე წელს განსახორციელებლი ღონისძიებების დაფინანსების მხრივ შევა ცვლილებები.

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დალაგირების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის 27-ე განკარგულების თანახმად, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის 478 000 ლარი აისახოს როგორც ბიუჯეტის შემოსულობებში, ისე გადასახდელებში.

კომისიამ მხარი დაუჭირა ცვლილებების პროექტი წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს  სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.  

   

Share page