ნაფარეულის, სანიორის, ჯუღაანის და ლაფანყურის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - ნაფარეულის, სანიორის, ჯუღაანის და ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
♦ ნაფარეული -სოფელში არსებული სკვერის კეთილმოწყობა, შიდა გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
♦ სანიორე - სოფელში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სახურავის რეაბილიტაცია, შიდა გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
♦ ჯუღაანი - ყოფილი სკოლის შენობის სახურავის და მეორე სართულის რეაბილიტაცია.
♦ ლაფანყური - სოფელში შიდა საუბნო გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება.