ლალისყურის, ფშავლის, ლეჩურისა და ართანის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები სოფლების - ლალისყურის, ფშავლის, ლეჩურისა და ართანის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
სოფელი ლალისყური
► სარწყავი სისტემის მოწესრიგება, საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა.
სოფელი ფშაველი
► გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, სარწყავი სისტემის მოწესრიგება.
სოფელი ლეჩური
► სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგება, საუბნო სასმელი წყლის წერტილების მოწყობა.
სოფელი ართანა
► გარე განათების ქსელის მოწყობა.