საკრებულოს ბიურომ კომისიებში საკითხები გადაანაწილა

12 February, 2020

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა. ბიუროს წევრებმა მერიის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და კომისიებში გადაანაწილეს.

საფინანსო-საბიუჯეტო, საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიები იმსჯელებენ „მერების შეთანხმებაში კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“  თელავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობის,  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა  და თელავის  მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა 17 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება, საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ასევე 17 თებერვალს, 14 საათზე ჩაინიშნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა 19 თებერვალს, 14 საათზე გაიმართება,  ხოლო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომის თარიღი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. 

  

  

 

 

 

Share page