ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა ჩატარდა

17 February, 2020

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა ჩატარდა.

კომისიის წევრებმა „მერების შეთანხმებაში კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“  თელავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.

ნორმატილი აქტის პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ წარმომადგენლობითი ორგანო მხარს დაუჭერს, თელავის მუნიციპალიტეტი შეუერთდეს „მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“, მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას 2030 წლისათვის, საკუთარ ტერიტორიაზე მინიმუმ 30%-ით შეამციროს CO2-ის (და სხვა სათბური აირების) ემისია ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ღონისძიებების საშუალებით და კლიმატის ცვლილების შედეგებთან შეგუებით აამაღლოს მუნიციპალიტეტის მედეგობა.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ მხარი დაუჭირა საკრებულოს განკარგულების პროექტი წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.  

 

  

 

Share page