ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

17 February, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ თელავში და სოფლებში - იყალთოში, ნაფარეულში, ვარდისუბანში, აკურაში, ვანთასა და ჯუღაანში თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი.

ნორმატიული აქტის მიღება უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის 784-ე ბრძანებულებაში განსაზღვრულ ნორმას, რომლის თანახმად, მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენენ საკრებულოები.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა ნორმატიული აქტების პროექტები წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით. 

 

  

Share page